ლონგ-ტიბოს ფონდის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა.

ძვირფასო კანდიდატებო!

პარიზი და ლონგ-ტიბოს კონკურსი გელიან 2022 წელს!

მოგეხსენებათ  რომ მ.ლონგისა და ჟ.ტიბოს საერთაშორისო კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი გახლავთ მსოფლიოში.

2022 წელს იგი ახალგაზრდა პიანისტებს მიიღებს და მე ვიცი რომ ფორტეპიანო მთელი თქვენი ცხოვრებაა.

მოხარული ვარ მოგიწვიოთ პარიზში, რათა მასში მონაწილეობა მიიღოთ  და ეს არაჩვეულებრივი დრო ერთად გავატაროთ.  ლონგ-ტიბოს 80წლიანი ისტორიის მანძილზე, მისი არაერთი ლაურეატი ნამდვილი მუსიკალური ლეგენდა გახდა.

ამ კონკურსის მეშვეობით ამჯერად ეს ლეგენდა შეიძლება სწორედ თქვენ გახდეთ.

კონკურსის ჟიურის წევრები იმდენად თქვენი მსაჯულები არ იქნებიან, რამდენადაც მეგობრები. მეგობრები მუსიკაში, რომელთაც შეგიძლიათ თქვენი იდეები გაუზიაროთ. თქვენს თითებში დიდი ძალა, თუმცა უფრო დიადი სიძლიერე თქვენს სულს გააჩნია, რადგან მას ძალუძს თქვენი ნიჭისა და სიყვარულის გამოხატვა მუსიკისადმი!

მოუთმენლად გელით პარიზში!